სიახლეები

კონკურსი - „მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე“

კონკურსი - „მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე“

ჩვენ გამოწვევებით სავსე და საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ტექნოლოგიები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხოლო, ინფორმაცია (ან დეზინფორმაცია) სწრაფად და ფართოდ ვრცელდება გლობალურ, ციფრულ სამყაროში.

იყო დამოუკიდებელი და ინფორმირებული მოაზროვნე, 21-ე საუკუნის ციფრულ სამყაროში ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. იმისათვის რომ ციფრულ, გლობალურ სამყაროში არ დავიკარგოთ, მედიაწიგნიერების უნარები გვჭირდება.

მასწავლებელს, მთავარი როლი ეკისრება მოსწავლეების მედიაწიგნიერებისკენ მიმავალ გზაზე, რათა დაეხმარონ მათ კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაში.

2021 წელს, eTwinning-ი ყურადღებას ამახვილებს ერთის მხრივ: მედიაწიგნიერებაზე და მეორე მხრივ, როგორ უნდა მოგვარდეს დეზინფორმაციის, ყალბი ამბების გამოცნობის, მათი გაფილტვრის გზები და საშუალებები. ამასთან, ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას, თანამშრომლობით იმ უნარების განვითარებას, რომლებიც შემდგომში დაეხმარებათ მასწავლებლებს ციფრული და მედიაწიგნიერების უნარებით აღჭურვაში.

eTwinning-ის გუნდი უერთდება ინიციატივას და აცხადებს კონკურს მასწავლებლებისთვის: „მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე“. კონკურსის მიზანია, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საგაკვეთილო პროცესში მისი ინტეგრირება. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა დაგეგმონ პროექტგაკვეთილი მედიაწიგნიერების თემაზე. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნება წარმოდგენილი. აუცილებელია, რომ პროექტის შედეგები 25 ნოემბერს წარდგენილი იყოს კლასის ან უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე.

კონკურსის მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე etwinningplus@tpdc.ge მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე.

მასალას თან უნდა ერთოდეს:

1, პროექტის გეგმა და რეფლექსია (Word - ის ფორმატში, მაქსიმუმ 3 გვერდი, sylfaen 12 შრიფტით)

2. პრეზენტაცია (გახორციელებული აქტივობების აღწერა და ფოტო/ვიდეო მასალა) პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 10 სლაიდი).

პროექტგაკვეთილებს შეაფასებს და გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს კონკურსის სპეციალური ჟიური. საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან და მოწვეულნი იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე. ასევე, საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება ჟურნალ „მასწავლებელში“.


მიმაგრებული ფაილები: