სიახლეები

ონლაინ სემინარი „Projects that make a difference”

ონლაინ სემინარი „Projects that make a difference”

2021 წლის 19-20 ოქტომბერს სლოვაკეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი „Projects that make a difference”. სემინარში ქართველი მასწავლებლებიც იღედნენ მონაწილეობას. ( ირმა ღანიაშვილი, სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალის საჯარო სკოლა, მზია ბერაძე, სსიპ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა,  ჯულიეტა საღარეიშვილი,  ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, ჟანა ხაჭაპურიძე, სსიპ კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმეტის საჯარო სკოლა ).

სემინარის პირველი დღე,  ოფიციალურად გახსნა სლოვაკეთის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა (Katarina Hrbanova, Kornelia Lohynova). სემინარის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება მიეცათ პარტნიორების მოძიების და  საპროექტო იდეებზე/გეგმებზე ერთობლივად მუშაობის.

მეორე დღეს, მონაწილეთათვის შეთავაზებული იყო ვორქშოფები სხვადასხვა თემაზე,  ერთ-ერთი ვორქშოფი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეთათვის, რომელიც  პროექტებში ონლაინ  ინსტრუმენტების გამოყენებას ეძღვნებოდა. ასევე, დრო დაეთმო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ინსპირაციისთვის. სემინარი  დაიხურა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების მონახაზების პრეზენტაციით.