სიახლეები

„კრიტიკული ციფრული წიგნიერება eTwinning– თან ერთად“.

„კრიტიკული ციფრული წიგნიერება eTwinning– თან ერთად“.

2021 წლის 26-28 მაისს ონლაინ ფორმატში ჩატარდა პროფესიული განვითარების  სემინარი: „კრიტიკული ციფრული წიგნიერება eTwinning– თან ერთად“.

პანდემიით გამოწვეულმა გარემოებებმა ხელი შეუწყო ყალბი ამბების გავრცელებას, რაც მიუთითებს მზადყოფნასა და კრიტიკული ციფრული წიგნიერების კომპეტენციების განვითარების აუციელბლობას. კრიტიკული ციფრული წიგნიერება ეხმარება ინდივიდებს ციფრული მედია სტრუქტურებისა და კონვენციების გააზრებაში, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსისა და მიზნის ამოცნობაში.  აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა ინდივიდებმა კრიტიკულად გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია და იმსჯელონ მის სანდოობასა და არასანდოობაზე. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, eTwinning– ი შეიძლება ჩაითვალოს როგორც უსაფრთხო საერთაშორისო და თანამშრომლობითი გარემო, რომელშიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ განივითარონ  კომპეტენციები  ინტერნეტში ნავიგაციით.

სემინარს   ესწრებოდა ევროპის  26  ქვეყნის წარმომადგენელი და მათ შორის საქართველოდან 2 მასწავლებელი.  სსიპ ქალაქ წალენჯიხის N2  საჯარო  სკოლის  ინგლისური ენის მასწავლებლი,  ციცი ჭანტურია  და სსიპ ს.დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლი, ნინო გოდერძიშვილი.

სამდღიანი სემინარის ფარგლებში, მონაწილეთათვის შეთავაზებული იყო  ვორქშოფები და აქტივობები სხვადასხვა თემებზე, სემინარი გახსნა მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში და ანტონია გლადოვიჩმა, მობილობისა და ევროკავშირის პროგრამების სააგენტოს დირექტორმა.

მედიაწიგნიერებისა და eTwinning–ის კავშირზე ისაუბრა ანა გილერანმა eTwinning– ის პედაგოგიურმა  მრჩეველმა. ვორქშოფები ისე იყო დაგიგმილი, რომ მონაწილეებს შეძლებოდათ eTwinning-ის ციფრული საშუალებების, ვირტუალური პროექტებისა და ციფრული ოთახების გამოყენებით მედიაწიგნიერებისა  დეზინფორმაციის შესახებ აქტივობების განხორციელება.

ერთი-ერთი აქტივობა დაეთმო ყალბი ამბების ამოცნობასა და წყაროების გადამოწმების გზების ცოდნას. პრაქტიკაში გამოსაყენებლად მონაწილეებმა  მიიღეს რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ  საკლასო ოთახში აღნიშნულ თემებზე სამუშაოდ. მაგალითად, ვორქშოფზე „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება საკლასო ოთახებში“– მომხსენებელმა ლორენს ბრაგარდმა, მონაწილეებს მიაწოდა  მზა სავარჯიშოები, რათა წარმატებით ასწავლონ მედიაწიგნიერება მოსწავლეებს.

სემინარის დასკვნით, მესამე დღეს  საინტერესო გამოცდილება გააზიარა  ნიკოლინა ბორჩიჩმა, ზაგრების VERN უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა. რომელმაც  მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი მეთოდები, რომლითაც ასწავლის თავის მოსწავლეებს, რუმინეთიდან და გერმანიიდან,   Fake News  შექმნასა და ამოცნობას. სემინარის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეცვალათ საკონტაქტო ინფორმაცია. რაც დაეხმარებათ მომავალ საქმიანობაში.