სიახლეები

ამბასადორების პროფესიული განვითარების ონლაინ სემინარი - eTwinning– ის მხარდაჭერა ციფრულ სამყაროში

ამბასადორების პროფესიული განვითარების ონლაინ სემინარი - eTwinning– ის მხარდაჭერა ციფრულ სამყაროში

პროფესიული განვითარების ონლაინ სემინარმა გააერთიანა eTwinning– ის 44 ქვეყნის 200 – ზე მეტი მონაწილე მათ შორის საქართველოდან  ხუთი ამბასადორი: ნინო ჩხეტია, რუსუდან კარკაძე, ნათია შევარდენიძე, ნინო სარაული და დიმირი პოპოვი.

სრულად ონლაინ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, წლევანდელმა პროფესიული განვითარების სემინარმა საშუალება მისცა მონაწილეებს გაცნობოდნენ "ციფრულ სამყაროში eTwinning-ის მხარდაჭერისათვის" საჭირო ხერხებს და შეემოწმებინათ საკუთარი შემოქმედებითობა ვირტუალური ქსელის სესიების დროს.

კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებს ოფიციალურად მიესალმნენ სესილი ლე კლერკი, DG EAC, ევროკომისია, კლერ მორვანი, CSS და სუშამა დოებრი, ჰოლანდიის NSS.

მთავარ სიტყვა ”ონლაინ თემების ძალა და ციფრული ტრანსფორმაცია” წარმოადგინა Maartje Blijleven.-მა.  მან ხაზი გაუსვა თემის მნიშვნელობას.

მთავარი სიტყვით გამოსვლის შემდეგ,  დაიწყო გაცნობითი აქტივობა და ვორქშოფები რომლებმაც უზრუნველყო ელჩების ჩართულობა სამი დღის განმავლობაში.

ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს სულ 15 ვორქშოფში, რომელიც ორგანიზებული იყო სამი ძირითადი მიმართულებით:

  • დიჯიტალიზაცია და eSafety .
  • პოპულარიზაცია და გავრცელება
  • eTwinning-ი და ინკლუზია ციფრულ ეპოქაში.

ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ  ექსპერტ-სპიკერები საგანმანათლებლო საზოგადოებიდან,  eTwinning-ის მეგობრების ქსელიდან  და სხვადასხვა ციფრული სივრციდან. ელჩებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა ჩაერთონ უფრო აქტიურად ონლაინ ცხოვრებაში,  მიიღეს რჩევები, თუ  როგორ გახდნენ  უკეთესი მომხსენებლები და მოდერატორები, და როგორ შექმნან ონლაინ ევროპული ღონისძიებები eTwinning-ის მთელი საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, მათ ასევე განიხილეს ციფრული სამყაროს გამოწვევები და ისწავლეს  როგორ მოაგვარონ ის საკლასო ოთახში.

ბოლო დღეს, დასკვნითი სიტყვა თემაზე "მედია წიგნიერება და დეზინფორმაცია" წარმოადგინეს კლერ მორვანმა CSS- იდან და საბრინა ვორბაუმ, პროექტის მენეჯერმა - ციფრული მოქალაქეობის ჯგუფი EUN- ში.