სიახლეები

eTwinning-ის წიგნი: "სწავლება კლიმატის ცვლილების შესახებ „eTwinning“-ის საშუალებით"

eTwinning-ის წიგნი: "სწავლება კლიმატის ცვლილების შესახებ „eTwinning“-ის საშუალებით"

2020 წლის eTwinning-ის  წიგნში წარმოდგენილია eTwinning-ის რჩეული პროექტები და აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, საბავშვო ბაღიდან დაწყებული საშუალო და პროფესიულ განათლებამდე.

თითოეულმა ამ პროექტმა სტუდენტებს უკეთ გააცნობიერებინა კლიმატის ცვლილებები და ის ქმედებები, რომელთა გატარებაც ყველას შეგვიძლია მის გასაუმჯობესებლად.. წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია გაუმკლავდეს დღევანდელ გამოწვევებს eTwinning– ი და ამ პლატფორმაზე აქტიური მასწავლებლები და მოსწავლეები ყველაზე კრეატიული და ფერადი გზით. ასევე, როგორ შეუძლიათ მათ განივითარონ სამეცნიერო, ციფრული კომპეტენციები და კრიტიკული აზროვნების უნარები.

  • წინამდებარე პუბლიკაციის პირველ ნაწილში აღწერილია კლიმატის
    ცვლილების მიზეზები და შედეგები და, აგრეთვე აღწერილია
    ევროკავშირისა და საერთაშორისო მასშტაბით კლიმატის ცვლილების
    გამოწვევასთან გამკლავების მიმართულებით ევროკომისიის მიერ
    გაღებული ძალისხმევა.
  • ამავე პუბლიკაციის მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია
    კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლებაზე და მოყვანილია ამ
    თემასთან დაკავშირებული პრაქტიკული მაგალითები - აღწერილია
    „eTwinning“-ის ფარგლებში გახორციელებული პროექტები
  • პუბლიკაციის მესამე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია
    ახალგაზრდებზე და შემოთავაზებულია აქტივობები, რომლებიც
    მოსწავლეების მოქმედებისთვის მომზადებას ემსახურება.

eTwinning-ის პროექტები, რომლებიც მოცემულია ამ წიგნში, აჩვენებს გაკვეთილებს, იდეებსა და აქტივობებს, რომელთა საშუალებითაც მთელს ევროპაში პედაგოგებს შეუძლიათ ასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს, რასაც ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისარი მარია გაბრიელი ახსენებს თავისი წიგნის წინასიტყვაობაში „გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ ასევე დიდი შესაძლებლობაა შეცვალო ჩვენი საზოგადოებები უკეთესობისკენ“. 


მიმაგრებული ფაილები: