სიახლეები

ონლაინ ტრენინგი eTwinning-ის ფარგლებში

ონლაინ ტრენინგი eTwinning-ის ფარგლებში

დღევანდელი რეალობა მასწავლებელს, როგორც ციფრულ მოქალაქეს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებები დახურულია, მნივშნელოვანია, რომ მასწავლებლებმა შეინარჩუნონ ერთმანეთთან კავშირი ონლაინ და შეცვალონ მათი სასწავლო სივრცე. ამ მხრივ, eTwinning-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. აღნიშნული ქსელი ხელს უწყობს ვირტუალური საზოგადოების შექმნას, სადაც პირისპირ შეხვედრა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

პროგრამის პლათფორმა იძლევა შესაძლებლობებს ღია ონლაინ კურსებში მონაწილეობისა და ასევე, დაგეგმვა/განხორციელების, რაც ერთ-ერთი გზაა მასწავლებელთა დასაკავშირებლად. eTwinning-ი პასუხობს დღევანდელ გამოწვევას და მასწავლებლებს სთავაზობს ონლაინ ტრენინგს, რაც მათ დაეხმარებათ ციფრულ სამყაროში სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი, გააფართოვონ თავიანთი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების პანელი და შესთავაზონ მოსწავლეებს სწავლების ახალი მასობრივი საშუალებები.

ტრენინგ მოდული: „eTwinning-ის პროექტების დაგეგმვა ვებ 2.0 ინსტრუმენტებით.“

პედაგოგები, რომლებიც ჩართულნი არიან ითვინინგის პროექტებში იყენებენ უამრავ სოციალური ქსელის იარაღებს, რომლებსაც დღესდღეობით ინტერნეტი გვთავაზობს. ამ თვალსაზრისით საქმიანობას, რომელსაც ეს პედაგოგები ახორციელებენ, აქვთ პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ონლაინ სწავლებისა და სწავლის პრაქტიკაზე.

ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. დარეგისტრირებულ პედაგოგს დაგიკავშირდებიან თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და გეცნობებათ დეტალები ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის შესახებ.

http://tr.tpdc.ge/direction/28/31/195