სიახლეები

პროგრამა eTwinningplus-ის ფარგლებში პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის პროექტების კონკურსი ცხადდება. საკონკურსო თემაა - “კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები”.

პროგრამა eTwinningplus-ის ფარგლებში პროგრამაში ჩართული  მასწავლებლებისთვის პროექტების კონკურსი ცხადდება. საკონკურსო თემაა - “კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები”.

2020 არის eTwinning– ისთვის კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების წელი!

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მედია ყოველდღიურად აშუქებს კლიმატური ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, ხოლო მეცნიერები და სპეციალისტები საუბრობენ კლიმატური ცვლილებების დამანგრეველ შედეგებზე, eTwinning–ის გუნდმა საჭიროდ ჩათვალა, რომ სასარგებლო იქნებოდა სასწავლო პროცესში ამ თემატიკისთვის კიდევ უფრო მეტი დროის დათმობა,  მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, მხარდაჭერის გამოცხადება მიმდინარე მოვლენებზე.  სწორედ ამიტომ, 2020 არის eTwinning–ისთვის კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების წელი.  eTwinning-ი აცნობიერებს, რომ დღევანდელი მოსწავლეები არიან ხვალინდელი ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან კლიმატის ცვლილებების შედეგებს. მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით. აღნიშნული თემატიკა სპეციალისტებისა და მეცნიერების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, მიიჩნევენ, რომ  უახლოეს წლებში, კლიმატის ცვლილების შედეგად, კაცობრიობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგება.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობებისა, რომელიც ემსახურება მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას, მათი საქმიანობის მნიშვნელობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას. მათ, როგორც ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ მოქალაქეებს რა როლი ეკისრებათ კლიმატის ცვლილების ნაწილში.  წლის განმავლობაში მოიაზრება, რომ დროის დიდი ნაწილი დაეთმობა მოქალაქეობის კომპეტენციების გაცნობას და პასუხისმგებელ მოქალაქეების მოქმედების უნარების გამომუშავებას, აქტიური მონაწილეობას სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, eTwinning-ის გუნდი უერთდება ინიციატივას და აცხადებს პროექტების კონკურს. კონკურსის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი, რომელიც იქნება აღნიშნულ თემაზე - კლიმატის ცვლილებები და გარემოს დაცვა. პროექტი დაგეგმილი და განხორციელებული  უნდა იყოს 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში. პროექტი უნდა იყოს დასრულებული ან ბოლო ეტაპზე და განხორციელებული აქტივობები/შედეგები უნდა იყოს ხილვადი თვისფეისზე.(twinspace)

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე  etwinningplus@tpdc.ge უნდა გაგზავნონ:

 

  1. ავტობიოგრაფია (CV)
  2. პროექტის აღწერილობა და რეფლექსია (Word - ის ფორმატში, მაქსიმუმ 3 გვერდი, sylfaen 12 შრიფტით)
  3. პროექტის პრეზენტაცია

პროექტის აღწერილობა - აღწერეთ პროექტის მიზანი,  საგანთაშორისი ინტეგრაცია, მეთოდები, განხორციელებული აქტივობები, პროექტის  შედეგები და სხვა მოცემული კომპონენტები, სამიზნე კომპეტენციები. (არაუმეტეს 300-400 სიტყვით).

 

  • პროექტის სახელწოდება:
  • პროექტის აქტუალობა:
  • მიზანი:
  • საგანი:
  • მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა:
  • ესგ-თან კავშირი:
  • დაგეგმილი და გახორციელებული აქტივობები:
  • შედეგების ანალიზი:
  • ფოტო და ვიდეომასალა.
  • თვინსფეისის ბმულები:

პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

 

  • მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
  • რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ? 
  • რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  • მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
  • რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

 

3.პროექტის პრეზენტაცია

წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 15 მაისის ჩათვლით.

პროექტის შეფასება მოხდება eTwinning-ის  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (იხ. დანართი N2) პროექტი შეიძლება განხორციელებული იყოს როგორც ქართულ (ეროვნული პროექტი ქართველ პარტნიორთან ერთად), ასევე, ინგლისურ ენაზე (ევროპული - უცხოელ პარტნიორთან ერთად). გამარჯვებული  მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდებიან და მოწვეულნი იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე.

საუკეთესო ნაშრომის ავტორი პედაგოგები, გაემგზავრებიან საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად (მას შემდეგ, რაც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას გასაუბრებისას).

P.S.  უპირატესობა მიენიჭებათ მასწავლებლებს, რომელთაც პროგრამის ფარგლებში არ მიუღიათ მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში.

 


მიმაგრებული ფაილები: