სიახლეები

პროფესიული განვითარების სემინარი, ვენა, ავსტრია

პროფესიული განვითარების სემინარი, ვენა, ავსტრია

2019 წლის 11-13 დეკემბერს, ავსტრიაში ქ.ვენაში  ჩატარდა eTwinning-ის პროფესიული განვითარების სემინარი(PDW)  “ციფრული კომპეტენციები და ინფორმაციული ტექნოლოგიების დიდაქტიკა".

სემინარმა გააერთიანა 150-მდე მასწავლებელი ევროპის 37 ქვეყნიდან,  რომელთაც სურდათ შეეტყოთ უფრო მეტი  eTwinning–ის შესახებ და განევითარებინათ თავიანთი უნარები ევროპულ თანამშრომლობაში ისტ–ის გამოყენებით. საქართველოდან სემინარს ესწრებოდა 4 მასწავლებელი:  ნინო წერეთელი, ხათუნა ხაჭაპურიძე, ნანა გელაშვილი და  ნანა გოგიაშვილი-პეტრუზაშვილი.

სემინარის მიზანი იყო, მასწავლებლებისთვის აუცილებელი ციფრული კომპეტენციების დემონსტრირება და  ინფორმაციული ტექნოლოგიების დიდაქტიკის სფეროში  ცოდნისა და უნარების გაღრმავება.

დიგიტალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა დღევანდელ მსოფლიოში. ის გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე და სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განათლებაში. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლებს ჩაერთონ ინფორმაციული ტექნოლოგიების დიდაქტიკაში.

სემინარმა ყურადღება  გაამახვილა მასწავლებლების კომპეტენციებზე: რა სჭირდებათ მასწავლებლებს, რათა მათ შეძლონ  კრიტიკულად შეაფასონ და გამოიყენონ ციფრული მედია საკლასო ოთახში? რომელი ტექნიკური და პედაგოგიური კომპეტენციებია საჭირო? რომელი ინოვაციური მეთოდები და მიდგომები შეიძლება დაეხმაროთ სკოლებში ციფრული კომპონენტის ინტეგრირებას?

სემინარის ფარგლებში ჩატარდა   პრაქტიკული ხასიათის   ვორქშოფები ,  რაც გულისხმობს ვიზიტს ლაბორატორიებში  მომავალი საკლასო ოთახების შესასწავლად და დარგის ექსპერტებთან ღია კომუნიკაციას.

მსგავსი თემატური სემინარები ყოველწლიურად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და საშუალებას აძლევს მონაწილეებს შეხვდნენ კოლეგებს და  გაუზიარონ   გამოცდილება.