სიახლეები

თუ არა სკოლაში, სხვაგან სად? ისწავლეთ დემოკრატია და იცხოვრეთ დემოკრატიულად „eTwinning“-ის საშუალებით

თუ არა სკოლაში, სხვაგან სად? ისწავლეთ დემოკრატია და იცხოვრეთ დემოკრატიულად „eTwinning“-ის საშუალებით

„eTwinning“-ი ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიული კულტურის მისაღწევად, როგორიცაა ავტონომიური სწავლა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, მოსმენა და დაკვირვება, თანაგრძნობა, მოქნილობა და შეგუება, ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები, თანამშრომლობა და კონფლიქტების მოგვარება. ამ უნარების საშუალებით „eTwinning“-ი ხაზს უსვამს აქტიური მოქალაქეობის უპირატესობებს და აჩვენებს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის შექმნის საქმეში.

„eTwinning“-ი ხელს უწყობს მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლებისა და ადგილობრივი საზოგადოების დემოკრატიულ მონაწილეობას, შესაძლებლობას აძლევს მათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროექტებში, კამპანიებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებში.

იმის დასადასტურებლად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ჩართულობა და, აგრეთვე მასწავლებელთა მუშაობის ხელშესაწყობად, „eTwinning“-ი გთავაზობთ სხვადასხვა მასალასა და რესურსს, როგორიცაა „eTwinning“-ის წიგნის წინამდებარე გამოცემა.

  • პირველ ნაწილში ვეცნობით დემოკრატიული მონაწილეობის მთავარ ელემენტებს და განათლების როლს ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საქმეში.
  • მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია მასწავლებელთა როლზე დემოკრატიული კომპეტენციის განვითარებაში და, აგრეთვე, აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობაზე.
  • მესამე ნაწილში ვეცნობით ინსტრუმენტს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებაში და სტერეოტიპებისა და ცრურწმენების დაძლევაში.
  • და ბოლოს, მეოთხე ნაწილში ასპარეზი ეთმობა ახალგაზრდებს, რომელთა თაოსნობითაც მათი ხმა აღწევს ყველამდე. აქვე მოცემულია მაგალითები, რომლებიც თქვენი მოსწავლეებისათვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

მიმაგრებული ფაილები: