სიახლეები

კონფერენცია eTwinning-ი დემოკრატიისთვის

კონფერენცია eTwinning-ი დემოკრატიისთვის

კონფერენციის „eTwinning-ი დემოკრატიისათვის“  მეორე დღეს მონაწილეებისათვის შეთავაზებულ იყო ვორქშოფები სხვადასხვა თემატიკაზე. მაგალითად „ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების კვლევა“ ვორქშოფი ეხებოდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეებისა და გამოწვევების კვლევას. განხილული იქნა დანერგვის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, საქართველოში. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ წარმატებულ პრაქტიკას და მიიღებენ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ კვლევების წარმოება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ თავიანთ პრაქტიკაში. ვორქშოფს უძღვებოდა ნათია ნაცვლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის უფროსი.

„შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება“- ვორქშოფი ეხებდა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა საგნის ფარგლებში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რატომ არის თანაბრად მნიშვნელოვანი მათ განვითარებაზე ზრუნვა და რა ტიპის  პრაქტიკული ხელშემწყობი მეთოდები, თამაშები და აქტივობები არსებობს ამ მიმართულებით.

eTwinning-ის ამბასადორებმა ხათუნა ციხელაშვილმა და დიმიტრი პოპოვმა მონაწილეებს შეთავაზეს ვორქშოფები შემდეგ თემაზე    „ციფრული მოქალაქეობა და კიბერბულინგი“, „საავტორო უფლებების დაცვა პროექტებზე მუშაობისას“.

 

„ჩხირკედელა“ - ლაბორატორიული მუშაობის მნიშვნელობა სკოლის კულტურის განვითარებისათვის- ვორქშოფს უძღვებოდა პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი.მონაწილეები გაეცნენ საბუნებისმტეყველო საგნების მხრდაჭერის პროგრამის ორ მიმართულებას STEM კლუბი „ჩხირკედელა“ და საბუნებისმეტყველო ტურნირი.

კლუბის მიზანია გავაძლიეროთ სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების ისეთი ფორმა როგორიც არის საკლუბო მუშაობა და დავუკავშიროთ ის მიმდინარე საგაკვეთილო პროცესსაც, გავზრდოთ მასწავლებელთა პროფესიონალიზმი STEM მიდგომებში სასწავლო პროცესში, გვინდა გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში

მონაწილეებმა ნახეს სტემ ინტერაქტიული მოდელები, სენსორული ავტომანქანა რობოტი, ჰიდროპონიკული სისტემა, ლაზერის დახმარებით ბგერის გადაცემა შორ მანძილზე, ამინდის დიაგნოსტიკის ხელსაწყო, რადიაციის საზომი სისტემა ჩართული მსოფლიო რადიაციული კონტროლის სისტემაში. მათ მიიღეს შეტავაზება საკუთარ სკოლებში განახორციელონ აღნიშნული პროექტები.

გაეცნენ მიკროკონტროლერ არდუინოს მოქმედების პრინციპებს. სწორედ ამ ციფრული ტექნოლოგიით გახდა შესაძლებელი ინატერაქტიული მოდელების შექმნა.

ასევე გავაცანით საბუნებისმეტყველო ტურნირი  რომლიც წარმოადგენს გუნდურ შეჯიბრს STEM მიმართულების საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), რომელიც, ამავე დროს, მოიცავს კვლევებში ტექნოლოგიების გამოყენების და ინჟინერიის სფეროსაც. ტურნირი ტარდება საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

სწორედ კლუბ ჩხირკედელას წევრებს ეძლევათ საშაულება განახორცილეონ ტურნირის ფარგლებში საინტერესო კველევები და შეხვდნენ სხვა სკოლების გუნდებს ტურნირზე, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

მოცემული მიმართულებები ამკვიდრებენ სკოლებში მეცნიერული კვლევა-ძიების გარემოს და გუნდური თანამშრომლობის კულტურას.