სიახლეები

კონფერენცია პორტუგალიაში: „eTwinning-ში მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერება“ .

კონფერენცია პორტუგალიაში: „eTwinning-ში მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერება“ .

2019 წლის 3–5 ოქტომბერს პროგრამა – eTwinning-ის ფარგლებში პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, ქალაქ ფუნჩალში ჩატარდა პროფესიული განვითარების კონფერენცია: „eTwinning-ში მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერება“ . კონფერენცია ესწრებოდა 200 მდე მასწავლებელი ევროპის 28 ქვეყნიდან. საქართველოდან მივლინებულ იყვნენ  ინგლისური ენის პედაგოგები: ეკატერინე ტაბატაძე, თათია მარდალეიშვილი და თინათინ მეტრეველი .

კონფერენცია  საზეიმოდ გაიხსნა 3 ოქტომბერს მუსიკალური წარმოდგენით, შემდეგ კი პლენარული სხდომის ფარგლებში მონაწილეებს მიესალმა პორტუგალიის განათლების სისტემის რეგიონალური მდივანი – ჯორჯ კავალო,  პორტუგალიის საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და რესურსების გუნდის ხელმძღვანელი ტერესა გოდინო და ცენტრალური მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენელი – რუთ ბაპტისტა. რომელთაც ისაუბრეს კონფერენციის მნიშვნელობასა და დასახულ მიზნებზე.

კონფერენციის პირველი მომხსენებელი იყო კოიმბრის უნივერსიტეტის პროფესორი მანუელა გრაზინა, მოხსენების თემა იყო : „Brain happy chemistry; Work, Smile and Play“ . მოხსენების ფარგლებში სიღრმისეულად, მრავალმხრივ და  საინტერესოდ იყო წარმოჩენილი მოსწავლეებში ფარულად არსებული ძალების გამოძებნის/გაღვივებისა და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად თეორიები და პრაქტიკულ მაგალითები .

შემდეგმა მომხსენებელმა ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორმა ნუნო დოროთეამ, ისაუბრა მოსწავლეებში განმავითარებელი შეფასების როლზე წარმატების მიღწევის გზაზე. მოხსენება ეფუძნებოდა კონკრეტულ მაგალითებს.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო თემატურ სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე,

სამდღიანი სემინარის ფარგლებში მონაწილე პედაგოგებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ  კოლეგები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება. დაეგეგმათ ერთობლივი პროექტები, რომლებსაც განახორციელებენ მიმდინარე სასწავლო წელს.

მასწავლებლები  კონფერენციის შემდგომ აღნიშნავდნენ, რომ სხვა კუთხით დაინახეს, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის დონის ამაღლება პროექტებში.  კონფერენციამ  საშუალება მისცა მათ  გაეცნობიერებინათ და შეეჯერებინათ მრავალფეროვანი მეთოდები/მიდგომები და შთაგონებისთვის გამოეყენებინათ  პრაქტიკული მაგალითები.