სიახლეები

კონკურსი eTwinning-ის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსი eTwinning-ის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის eTwinning Plus -ის ფარგლებში იწყებს მასწავლებელთა შერჩევას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას (არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან ენის ცოდნას დაადასტურებენ გასაუბრების დროს) შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2019-2020 წლის მანძილზე გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ. გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • თქვენი ავტობიოგრაფია (CV)
  • პროექტის რეფლექსია.

თავად აირჩიეთ ერთი -ერთი პროექტი რომელშიც ჩართული ხართ etwinning-ის პორტალზე და რომელიც აქტიური იყო 2018-2019 წელს. მიუთითეთ თვინსფეისის ლინკები განხორციელებული აქტივობების დამადასტურებლად. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს იხ. დანართი N1

საბუთები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე etwinningplus@tpdc.ge, არაუგვიანეს 10 ივლისისა. დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება. შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ყველა დადებითი და უარყოფითი პასუხი კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

p.s. კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებით ბოლო 3 წლის მანძილზე etwinning-ის ფარგლებში მივლინებულ იყვნენ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.


მიმაგრებული ფაილები: