სიახლეები

eTwinning-ის სემინარი კვიპროსზე „სკოლის კულტურის შეცვლა დემოკრატიის მიმართულებით“

eTwinning-ის სემინარი კვიპროსზე „სკოლის კულტურის შეცვლა დემოკრატიის მიმართულებით“

2019 წლის 16-18 მაისს  კვიპროსზე, ქ. ლიმასოლში  კვიპროსის ითვინინგის ეროვნული მხარდამჭერი სააგენტოს  მიერ ორგანიზებული  იყო სემინარი  „სკოლის კულტურის შეცვლა დემოკრატიის მიმართულებით“.  სემინარი გამოეხმაურა წლის მთავარ თემას „დემოკრატიულ ჩართულობას“.

სემინარის მთავარი მიზანი იყო დემოკრატიული სკოლის კულტურის შექმნის ხელშეწყობა. სოციალური ცვლილებების სწრაფად განვითარების პარალელურად ადგილი აქვს დემოკრატიული სისტემის კრიზისს. სკოლა კი წამყვანი ძალაა  საზოგადოების დემოკრატიული პრაქტიკის განვითარებისთვის.   სკოლების როლი უნდა განიხილებოდეს როგორც დემოკრატიული პრაქტიკის მამოძრავებელ ძალად საზოგადოებაში . სემინარში მონაწილეობდა 100 მასწავლებელი 22 ქვეყნიდან. საქართველოდან მივლინებულ იყო სამი მასწავლებელი: ეკატერინე ჭაბუკაშვილი, მარინა ხარძეიშვილი და თამარ ელიაშვილი

კოფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: კვიპროსის ეროვნული მხარდამჭერი სამსახურის ხელმძღვანელი ანდროულა პაპანასტასიო, კვიპროსის დაწყებითი განათლების ხელმძღვანელი ხრისტოს ჰადჯიათანასიო, ცენტრალური მხარდამჭერი სამსახურის მონიტორინგის მენეჯერი ირენე პატერაკი და კვიპროსის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი ტერეზა მარკიდო. გამომსვლელების საკვანძო სიტყვას წარმოადგენდა დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარება. მათ ისაუბრეს თანამედროვე საზოგადოებისთვის დემოკრატიული ცნობიერების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, თუ რამდენად დიდია მასწავლებლების როლი მომავალი საზოგადოებისა და სკოლის კულტურის დემოკრატიის მიმართულებით ფორმირებაში. გამოკვეთეს პრობლემები, რომელთა პრევენცია აუცილებელია (მაგ. ემიგრაცია, უმუშევრობა და სხვა), რისი გადაჭრაც შეუძლია მხოლოდ დემოკრატიული აზროვნების მქონე ინდივიდებს. აღინიშნა, რომ ადამიანები დემოკრატიული ცნობიერებით არ იბადებიან და საჭიროა მისი განვითარება. გაუზიარეს  გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ითვინინგის პროექტებში მონაწილეობითა  და  სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებში დემოკრატიული აზროვნების განვითარება

სემინარის ფარგლებში მასწავლებლებისთის შეთავაზებული იყო ვორქშოფები სხვადასხვა თემატიკასზე,

ერთ -ერთი ვორქშოფი ეხებოდა თემას „Hacking hate: Empowering democratic citizenship“. ონლაინ სიძულვილის თემა მზარდი პრობლემაა. სიძულვილის შემცველი შეტყობინებები  ხშირია სოციალურ მედიაში. SELMA პროექტები ეხმარება ახალგაზრდა თაობას უკეთ გააცნობიერონ ონლაინ სიძულვილის ფენომენი. ის ასევე სთავაზობს მასწავლებლებს  სწავლების შესაბამის ისნტრუმენტებს და სტრატეგიებს. ვორქშოფზე გაზიარებულ იყო  საკლასო ოთახში გამოსაყენებელი ინტერაქტიული რესურსები. ასევე, მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთი ღირებულებების განვითარებაზე სკოლებში, როგორიცაა ტოლერანტობა, პატივისცემა და სხვა. აღნიშნულ ვორქშოფზე შეთავაზებული იყო  საინტერესო აქტივობები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შექმენეს ადამიანების მიმართ სიძულვილის საწინააღმდეგო პოსტერები სლოგანებით.

მეორე ვორქშოფი ეხებოდა თემას „Teaching controversial issues in the context of Human Rights Education for Democratic Citizenship“. ვორქშოფის მიზანი იყო იმ უნარების განვითარება, რომლებიც საჭიროა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ჭრილში საკამათო საკითხების სწავლებისას. ვორქშოფი დაიწყო აქტივობით, რომლის დროსაც კლასში განსახილველი სადისკუსიო თემები მონაწილეებმა დაალაგეს  სიმწვავის ხარისხის  მიხედვით, შემდეგ შეაჯამეს შედეგები და იმსჯელეს თუ როგორ იცვლება დამოკიდებულებები დროთა განმავლობაში.

მესამე ვორქშოფი ეხებოდა ეკოსკოლებს. ლიდერებმა გააცნეს  მდგრადი განვითარების 17 მიზანი, საიდანაც მონაწილეებმა გამოყვეს მათთვის პრიორიტეტული საკითხები, შეადგინეს სამოქმედო გეგმა და იმსჯელეს მის განხორციელების გზებზე.

სემინარის ბოლოს მონაწილეებისთვის გაზიარებული იყო პროექტები   დემოკრატიული ჩართულობის თემაზე. აღნიშნული პრეზენტაციები გაკეთდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სტელა ელიადოუს და საშუალო სკოლის მასწავლებლის და კვიპროსის ითვინინგ ამბასადორის ანდრომაჩი პიერიდოუს მიერ. მათ წარმოადგინეს საკუთარი პროექტები და ისაუბრეს ითვინინგის საშუალებით ეროვნული ღირებულებების სწავლების შესახებ. გააცნეს  მეთოდები, რომლებიც გამოყენებული ჰქონდათ მოსწავლეთა დემოკრატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.