სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს. პროგრამა eTwinning Plus-ს ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
წელს სიახლეა პროგრამის ფარგლებში. 2019 წლამდე, პროგრამაში რეგისტრაციის მსურველებს დარეგისტრირება შეეძლოთ მხოლოთ პარტნიორი მხარდამჭერი სააგენტოს მეშვეობით, რომელსაც ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის სახლი წარმოადგენს. 2019 წლის აპრილიდან შეზღუდვა მოიხსნა და როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის სკოლის პედაგოგს, ქართველ მასწავლებლებსაც ეძლევათ საშუალება პირადად დარეგისტრირდნენ პორტალზე.
რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ შემდეგ მისამართზე: https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • ინფორმაცია შეავსეთ ინგლისურ ენაზე
  • თქვენი სახელი და გვარი მიუთითეთ ისე, როგორც გიწერიათ პირადობის მოწმობაში
  • სკოლის სახელწოდება შეავსეთ სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School
  • რეგისტრაციისას გმოიყენეთ მოქმედი მეილი.

გისურვეთ წარმატებას!

რეგისტრაციის პროცესი:
ნაბიჯი N1:

რეგისტრაციის დასაწყებად მომხმარებელი უნდა შევიდეს პორტალზე https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm დააკლიკოს ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვეს ბმულს don’t have an account? Get started , პირველ ეტაპზე მომხმარებელი გადავა წინასწარ სარეგისტრაციო გვერდზე და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას.
ამის შემდგომ, მომხმარებელი მიიღებს ელფოსტაზე სარეგისტრაციო ბმულს. ბმულზე გადასვლის შემდეგ ინფორმაცია დაყოფილია ოთხ ნაწილად 1) about your school 2) about yourself 3) Twinning preference 4) Preview & validation

ნაბიჯი N2: about your school
მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი სკოლის სახელწოდება სრულყოფილად.
სკოლის ძიება მოხდება რეგიონისა და ქალაქის მიხედვით. თუ მომხმარებლის სკოლა არ იქნება ჩამონათვალში, გამოჩნდება ინფორმაცია ‘Add a new school’ და მომხმარებელმა დეტალურად უნდა შეავსოს ინფორმაცია სკოლის შესახებ.
ნაბიჯი N3 
მომხმარებელი ავსებს ინფორმაციას მის შესახებ, რა როლი აქვს სკოლაში, რა საგანს ასწავლის, რომელ ენებს ფლობს და ა.შ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როდესაც დაიწყებთ Twinning preferences -ის შევსებას, სადაც იქნებ შემდეგი ფანჯარა : Briefly describe yourself (interests, why you registered in eTwinning, etc.). ამ ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი, რათა ადვილად მოხდეს თქვენი იდენტიფიკაცია.
ნაბიჯიN4 Preview and Validation
ეს არის ბოლო ეტაპი, Submit ღილაკზე დაკლიკებით მიიღებთ შეტყობინებას მეილზე რეგისტრაციის შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია გაუქმდება:

  • ქართულ ენაზე შევსებული ინფორმაციის შემთხვევაში
  • სკოლის სახელწოდებაში არსებული უზუსტობის გამო

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: etwinningplus@tpdc.ge