სიახლეები

სანფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში

სანფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში

2018 წლის 12-13 მარტს პროგრამა eTwinning Plus-ის კოორდინატორმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა   ქ.ქუთაისსა და ქ.ბათუმში.

პროგრამის კოორდინატორი ხატია მატკავა, შეხვდა პროგრამაში ახლად დარეგისტრირებულ მასწავლებლებს. 12 მარტს შეხევდრა გაიმართა ქ. ქუთაისში და შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხოლო, 13 მარტს, შეხვედრა ჩატარდა ქ. ბათუმში  აჭარისა და გურიის  მასწავლებლებისთვის. შეხევდრის ფარგლებში პროგრამის კოორდინატორმა მასწავლებლებს  გააცნო eTwinning-ის პროგრამა, მასში მუშაობის სპეციფიკა და გაუზიარა ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მივლინების ფარგლებში, ასევე განხორციელდა შეხვედრა პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე მასწავლებლებთან. eTwinning-ის კოორდინატორმა  გააცნო etwinning-ის პროგრამა,  მისი სარგებელი და მიზნები, გაუზიარა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და პირისპირ გაესაუბრა დაინტერესებულ პირებს.   

შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში მონაწილე მასწავლებლების რეგისტრაცია etwinning-ის პროგრამაში.  შეხვედრის ბოლოს მსმენელებს გადაეცათ პროგრამის საინფომრაციო ბუკლეტები და საპროექტო გეგმის ნიმუშები. ასევე დაეგზავნათ საჭირო იმფორმაცია  რეგისტრაციისთვის. მსუველებს მიეცათ ერთი კვირის ვადა, რათა გამოხატონ სურვილი პროგრამაში  რეგისტრაციის შესახებ.