სიახლეები

მასწავლებლები კონტაქტურ სემინარზე პოლონეთში

მასწავლებლები კონტაქტურ სემინარზე პოლონეთში

2018 წლის 4-7 ოქტომბერს ქ. ვარშავაში, პოლონეთში ჩატარდა ითვინგინგის კონტაქტური სემინარი „მათემატიკა და მეცნიერება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმა მასწავლებელმა საქართველოდან დიანა ტაბატაძემ და თინათინ მეტრეველმა. სემინარი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრები და პლენარული სესიები , რომელსაც ხელმძღვანელობდნენ  Erasmus+ ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ითვინინგის ამბასადორები პოლონეთიდან Agniezka Fijalkowska, Malgorzata Gargowska და Mihai Agape რუმინეთიდან. სემინარის მონაწილეებს სამუშაო შეხვედრები ჩაუტარდათ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, საინტერესო სესიებთან ერთად, მათ ასევე, მიეცათ საშუალება მოენახულებინათ  პლანეტარიუმი და  გამოფენა „There`s the Earth”. დასასრულს კი ნახეს ფილმი და შოუ პლანეტარიუმში სახელწოდებით “Dark Universe”, რომელმაც დიდ შთაბეჭდილება მოახდინა მათზე

სემინარის მესამე დღე  დაეთმო პროგრამა ითვინინგის სასწავლო, ონლაინ  ინსრუმენტების გაცნობასა და გამოყენებას სასწავლო პროცესში. პლენარული სესიები დაეთმო Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების გაცნობას.  მონაწილეებისთვის ასევე გაზიარებული იყო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რომელსაც უძღვებოდა ბატონი Mihai Agape.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა ახალ პარტნიორებთან ერთად იმუშავეს საპროექტო იდეებზე და დაარეგისტრირეს eTwinning-ის პორტალზე.  სემინარი დასრულდა ამ პროექტების პრეზენატციებით. დღის ბოლოს კი მოეწყო კულტურული ღონისძიება და პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს ძველი ვარშავის  შთამბეჭდავი ისტორიული ადგილები.