სიახლეები

eTwinning-ის პროფესიული განვითარების სემინარი -- რიგა, ლატვია "განაახლე შენი ისტორია და კულტურა"

eTwinning-ის პროფესიული განვითარების სემინარი -- რიგა,  ლატვია  "განაახლე შენი ისტორია და კულტურა"

2018 წლის 26-28 ივნისს  ლატვიაში ქ. რიგაში ჩატარდა ევროპის მასწავლებელთა დამეგობრებისა და პროფესიული განვითარების სემინარი  თემაზე  "განაახლე შენი ისტორია და კულტურა ”. რომელშიც მონაწილეობა მიიღო   ქართველმა მასწავლებლებმა: ნინო ახალაძემ, ნანა გოგიაშვილმა-პეტრუზაშვილმა და ინგა გოგალაძემ. სემინარში მონაწილეობდა 125  მასწავლებელი ევროპის 26 ქვეყნიდან.  სემინარი  ითვინინგის ევროპის ცენტრალური მხარდაჭერის სამსახურის  მხარდაჭერით ჩატარდა. 

სემინარის ფარგლებში ქართველ მასწავლებლებს  საშუალება ჰქონდათ, რომ შეხვედროდნენ ევროპელ კოლეგებს და  გაეზიარებინათ სწავლების მეთოდები და ზოგადად მუშაობის გამოცდილება.

სემინარი მოიცავდა სამ დღეს. რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები. მაგალითად: სოციალური ქსელები ისტორიისა და კულტურის სწავლებისას. 

 ვორქშოფის ფარგლებში მასწავლებელბმა იმუშავეს კითხვის სტრატეგიებზე, და  მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარებაზე.

შემდეგ კი წყვილებში მოახდინეს წაკითხული ტექსტის გააზრება , პოსტერის მომზადება.  და  სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით  თემების რეკლამირება. ( მაგ. თვითერზე) .

ამ დავალებების   შემდეგ  მასწავლებლებს დაევალათ ჯგუფებში მუშაობა. ჯგუფი უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული სულ ცოტა 2 ქვეყნის  წარმომადგენლით. მონაწილეებს უნდა გაეზიარებინათ  ერთმანეთისთვის წინასწარ  მოცემული დავალებები სწავლების მეთოდებზე და საკუთარ პრაქტიკაზე.  ეპოვათ მსაგავსება და   საფუძველი ჩაეყარათ ახალი საპროექტო იდეისთვის, რომელიც პოსტერზე  გეგმის სახით უნდა ეჩვენებინათ. მაგალითად მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ თავზე და სწავლების ერთ მეთოდზე რომელსაც ხშირად იყენებენ საკუთარ  პრაქტიკაში   პრეზენტაციები მომზადებული ჰქონდათ წინასწარ საშინაო დავალების  სახით.

ერთობლივი და გუნდური მუშაობა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რაც დაეხმარებათ  შემდგომი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. ევროპელ კოლეგებს დიდი გამოცდილება აქვთ  ითვინინგში მუშაობაში . ქართველმა მასწავლებელბმა შეიძინეს ახალი მეგობრები და გაცვალეს კონტაქტები, რაც დაეხმარებათ წარმატებით განახორციელონ სემინარის ფარგლებში დაგეგმილი  პრიექტები.

სემინარის ფარგლებში მოხდა  ადგილობრივი ისტორიული ძეგლების მონახულება, სადაც მასპინძლებმა წარმოაჩინეს  ფოლკლორი, დაუვიწყარი ლატვიური მუსიკა და ცეკვები.