სიახლეები

მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ პრაღაში სემინარში “ United in Cultural Diversity” მონაწილეობის მისაღებად.

მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ პრაღაში სემინარში “ United in Cultural Diversity” მონაწილეობის მისაღებად.

2018 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარეობდა ევროპის მასწავლებელთა დამეგობრებისა და ურთიერთთანამშრომლობის კონტაქტური სემინარი, თემაზე “ United in Cultural Diversity”. რომელშიც მონაწილეობა მიიღო   ქართველმა მასწავლებლებმა: ნანა დაბრუნდაშვილმა, თეონა ჯაფარიძემ და მარიკა მაჭარაშვილმა.

 სემინარის  ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება მიეცათ პირისპირ შეხვედროდნენ  ევროპელ კოლეგებს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, საერთო ინტერესებიდან გამომიდინარე ეპოვათ  პროექტის პარტნიორები. 

სამინარის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები, თუ პირველი დღე დაეთმო eTwinning-ის პორტალისა და twinspace-ის გაცნობას,  მეორე  დღეეს პარტნიორებთან ერთად იმუშავეს საპროექტო იდეებზე.  

  სემინარის მესამე დღეს ჩატარდა ორ სესიად ვორქშოფები, რომელთა ფარგლებში განხილულ იყო სხვადასხვა ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომლებიც დაეხმარებათ მასწავლებლებს მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნონ eTwinning-ის პროექტები. ხოლო მოსწავლეებისათვის მუშაობის პროცესი გახადონ  უფრო საინტერესო. შესწავლილი ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა სასწავლო რესურსი და განათავსეს პროექტში: “CS eTwinning PRAGUE 2018 - EDEN (group 2)”

ერთ-ერთი პროექტი რომელიც ასევე დაიგეგმა ქართველი მასწავლებლების ინიციატივით  არის  “ Virtual Travel”. პროექტში  ქართველებს პარტნიორობას გაუწევენ  ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ლიტვიდან და ხორვატიიდან. პროექტის მიზანია  მოსწავლეებმა გააცნონ სხვა ქვეყნის თანატოლებს საკუთარი ქვეყანა, ამოგზაურონ ვირტუალურად.მოსწავლეები გაიუმჯობესებენ საკომუნიკაციო და თანამშრომლობით უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, ციფრულ უნარებს და ასევე გაიუმჯობესებენ ინგლისურის დონეს, ვინაიდან მათ მოუწევთ ვიდეო კონფერენციებში მონაწილების მიღება. 

კონტაქტური სემინარის ფარგლებში დაგეგმილი თითოეულ აქტივობაში წარმატებით  მიიღეს მონაწილეობა ქართველმა მასწავლებლებმა. სემინარის ფარგელბში დამყარებული კავშირები დაეხმარებათ მათ მომავალში ახალი საერთაშორისო  პროექტების დაგეგმვაში