სიახლეები

eTwinning-ის თემატური კონფერენცია რომში, "ითვინინგის სკოლები : ლიდერობა, სწავლება, გაზიარება". 

eTwinning-ის თემატური კონფერენცია რომში,    "ითვინინგის სკოლები : ლიდერობა, სწავლება, გაზიარება". 

2018 წლის 14-16 მაისს იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართა ითვინიგის თემატური კომპერენცია  .თემაზე: "ითვინინგის სკოლები : ლიდერობა, სწავლება, გაზიარება".  სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 250 -მა მასწავლებელმა და  წარმომადგენლებმა ითვინინგის სკოლებიდან. კონფერენციის მიზანი იყო  პროგრამაში არსებული ითვინინგის სკოლების ტიტულთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

 მონაწილე ქვეყნებს შორის იყო : ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი , დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი ერმნია, ფინეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ლიტვა , ლუქსემბურგი ,პოლონეთი,რუმინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი   და ა.შ. მათ შორის ასევე იყო საქართველოც, რომელიც წარმოდგენილი იყო   სამი მასწავლებლით ითვინინგის ტიტული მქონე  სკოლებიდან: ნათია შევარდენიძე, რუსუდან კარკაძე და მადონა დოღონაძე. 

კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თემატურ შეხვედრებში, მათ შორის:  

 1. ლიდერობა და საუკეთესო ლიდერები ითვინინგის პრაქტიკაში-მოტივაცია და ინოვაცია ითვინინგთან ერთად

2.თანამშრომლობითი ლიდერობა და მეთოდოლოგიის სწავლება აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის.

3. CLIL-Content and Language Integrated Learning- კონტექსტზე დაფუძვნებული უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის ხელშეწყობა ითვინინგის პროექტების საშუალებით.

სამუშაო შეხვედრებზე განხილულ იქნა ხარისხის ნიშნის მოპოვება და ითვინინგ სკოლების უპირატესობები..

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ ენახათ კოლეგების მიერ უკვე განხორციელებული საუკეთესო პროექტების იდეები  კონკრეტული აქტივობების ამსახველი ფოტო თუ ვიდეო მასალით , რაც მათთვის იდეების გენერირების კარგი საშუალება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კარგი შესაძლებლობა იყო.