სიახლეები

კონკურსი მოსწავლეებისთვის etwinning-ის ფარგლებში

კონკურსი მოსწავლეებისთვის etwinning-ის ფარგლებში

გაცნობებთ, რომ პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში 2018 წლის ძირითად თემად მიჩნეულია  „კულტურული  მემკვიდრეობა“,   რომელიც  რომელიც  ქვეყნის თვითშეგნების ჩამოყალიბების წინაპირობაა და განვითარების საფუძველი.

კულტურული მემკვიდრეობის თემა უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებლებს, რათა შეიქმნას უნიკალური სასწავლო  გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურათშორისი საგანმანათლებლო პრაქტიკის გამოყენებას და  ევროპული თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროგრამის გუნდი ეხმიანება ინიციატივას და აცხადებს  ტურისტული გზამკვლევების კონკურსს პროგრამაში ჩართული სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. 

საკონკურსო თემა: „ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“

კუნკურსის პირობების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ტურისტული გზამკვლევი საქართველოში, კერძოდ, მის მხარეში არსებულ რომელიმე ისტორიულ-კულტურულ ძეგლზე, ან ისტორიულ დასახლებაში განთავსებულ ურბანისტულ ძეგლზე; შესაძლებელია ძეგლი არ იყოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. გუნდის მიერ უნდა შეიქმნას ტურისტული გზამკვლევი ვიზუალური/აუდიო/გრაფიკული სახით.  ნამუშევარი აუცილებლად უნდა შესრულდეს ინგლისურ ენაზე. უპირატესობა მიენიჭება ნამუშევარს, რომელშიც კომბინირებულად იქნება გამოყენებული ფოტო/ჩანახატი (მოსწავლის მიერ გადაღებული ან დახატული), აუდიო (მოსწავლის ხმით ჩაწერილი), გრაფიკული (მოსწავლის მიერ შესრულებული ნახაზი ან გამოყენებული სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტი). ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ციფრული ფორმატით და შესაძლებელი უნდა იყო მისი ატვირთვა/ჩაშენება პროგრამის თვინსფეისზე.  მოსწავლეები უნდა გაეცნონ სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში მოცემულ ინფორმაციას შერჩეულ ძეგლზე, რაც ასევე შეტანილი უნდა იყოს ნაშრომში. თითოეულ სკოლას შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს 2 გზამკვლევისა. გზამკვლევის ღირსებად ჩაითვლება ტურისტული მარშრუტის რუკაზე ასახვა. ერთი  გზამკვლევის შესაქმნელად  შესაძლოა იმუშაოს რამდენიმე მოსწავლემ, მაგრამ არა უმეტეს 5-ისა. საბოლოოდ შეირჩევა 5 გამარჯვებული გზამკვლევი.

გზამკვლევი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ნამუშევარი  უნდა იყოს ორიგინალური. უნდა ჩანდეს შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია.

გზამკვლევი  უნდა იყოს, ადვილად აღსაქმელი, ეფექტური და  ეხმიანებოდეს საკონკურსო თემას. უნდა იყოს შესრულებული დოკუმენტური ხერხით, ილუსტრირებული (მოსწავლის მიერ გადაღებული ფოტო ან ნახატი) და ნარატივით    სახით გადმოცემდეს საჭირო ინფორმაციას;

ნამუშევარს თან უნდა ახლდეს (ცალკე დოკუმენტად) მოკლე აღწერილობა ნამუშევევრის შექმნისა  (სადაც გამოჩნდება მუშაობის პროცესში როგორ თანამშრომლობდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები, რა პროცესების, ეტაპებისა და გზების გამოყენება გახდა საჭირო საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად).

წარმოდგენილი ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგბ;

გზამკვლევზე  აუცილებლად უნდა იყოს  განთავსებული პროგრამის ლოგო;

საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით  მეილზე: etwinningplus@tpdc.ge და მას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: ნამუშევრის ავტორ(ებ)ი; კლასი, სკოლა და ავტორის საკონტაქტო მონაცემები; გამოგზავნის ბოლო ვადა 25 მარტი.

გამარჯვებული გზამკვლევი გამოვლინდება  ინტერნეტ სივრცეში (მოწონებების მიხედვით) ასევე, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით.

გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდებიან და   მოწვეულ იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე

დამატებითი კითხვებით შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მეილზე:

etwinningplus@tpdc.ge