სიახლეები

კონკურსი eTwinning-ის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსი eTwinning-ის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარეის ეროვნული ცენტრი, პროგრამის „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან” (eTwinning Plus) ფარგლებში იწყებს მასწავლებელთა შერჩევას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ  ინგლისურ ენას  (არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან  ენის ცოდნას დაადასტურებენ გასაუბრების დროს) შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2018 წლის მანძილზე  გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeMXzu1JaC8ARYcCY-Zf7EfDhaPn4-ruShOqa0es3wAKrkaLg/viewform?usp=sf_link და გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • თქვენი ავტობიოგრაფია (CV)

  • პროექტის რეფლექსია.   თავად აირჩიეთ ერთი -ერთი პროექტი რომელშიც ჩართული ხართ etwinning-ის პორტალზე და რომელიც აქტიური იყო 2017 წელს. მიუთითეთ  თვინსფეისის  ლინკები განხორციელებული აქტივობების დამადასტურებლად. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს იხ. დანართი N1

საბუთები უნდა გამოიგზავნოს  ელექტრონული ფოსტის მისამართზე etwinningplusgeo@tpdc.ge, არაუგვიანეს 15 თებერვლისა.  დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.  შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება. შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 ყველა დადებითი და უარყოფითი პასუხი კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 


მიმაგრებული ფაილები: