სიახლეები

eTwinning-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი კონფერენცია მალტაში

eTwinning-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი კონფერენცია მალტაში

ა.წ. 26-28 ოქტომბერს, მალტაში ჩატარდა eTwinning-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელსც საქართველოდან ესწრებოდა პროგრამის კოორდინატორი ხატია მატკავა და ორი ქართველი მასწავლებელი ხათუნა ქუმელაშვილი და ნინო ბუნტური. წელს კონფერეცია ეძღვნებოდა შემდეგ თემატიკას: “Turning Inclusion Into Action”.  კონფერენციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა, ისეთ საკითხებზე თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს eTwinning-ი სკოლებში ისეთი სირთულეების აღმოფხვრას როგორიცაა: კულტურული განსხვავებები, საგანმანათლებლო სირთულეები და გეოგრაფიული ბარიერები, ის  აგრძელებს მუშაობას  დისკრიმინაციის წინაღმდეგ   განათლების გზით.

 იმისათვის, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ კონტექსტში, eTwinning- ს გვთავაზობს ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს   რათა პროგრამაში ჩართული პედაგოგების მიერ, მოხდეს საკუთარი თავის ინკლუზიური საზოგადოების ნაწილად აღქმა

რადგან პროგრამის მიღწევები 10 წელზე მეტს ითვლის  ეს ინიციატივაც ხელს შეუწყობს ეროვნული განათლების სისტემების გამოწვევას პრობლემების გადაჭრაში და ევროპის მოქალაქეების მომზადების საერთო მიზნებისთვის.

კონფერეციის თემატიკის შესაბამისად მონაწილეთათვის  შეთავაზებული იყო, სხვადასხვა თემატურ საინფორმაციო შეხვედრები.   26 ოქტომბერს კონფერენცია გახსნა სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტებმა Marc Penfold-მა . 

კონფერენციის ფარგლებში ქართველ მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი პროექტები, ესაუბრათ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. მიღწევებსა და გამოწვევებზე.  28 ოქტომბერს ჩატარდა სპეციალური შეხვედრა eTwinningplus-ის ქვეყნებისთვის(საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ტუნისი)  და მათთან თანამშორმლობით დაინტერესებული პირებისთვის . შეხვედრის ფარგლებში პროგრამის კოორდინატორებმა შეაჯერეს პროგრამის განვითარების 5 წლიანი ისტორია საკუთარი ქვეყნების მაგალითზე.

კონფერენციას ესწრებოდა 500 მასწავლებელი, პროგრამის კოორდინატორები, ექსპერტები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ყველა ქვეყნის განათლების სამინისტროებიდან.