სიახლეები

eTwinning-ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა პედაგოგებს სიახლეებს სთავაზობს

eTwinning-ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა პედაგოგებს სიახლეებს სთავაზობს

eTwinning-ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა პედაგოგებს სიახლეებს სთავაზობს

29.03.2017

eTwinningplus- ეს არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ქართველ დ აევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. 
აღნიშნული პორტალის მეშვეობით სწავლების ინოვაციურ მეთოდებს უკვე 300-ზე მეტი ქართველი მასწავლებელი გაეცნო და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.

წელს eTwinning-ის პროგრამაში სიახლეებია. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მასწავლებლების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. რა დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ საქართველოში მცხოვრებ პედაგოგებს პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში და როგორ შეძლებენ მასწავლებლები პორტალის მოსახმარებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას? ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE eTwinningplus-ის პროგრამის კოორდინატორს ხატია მატკავას ესაუბრა.

-ქალბატონო ხატია, სანამ პროგრამაში განხორციელებულ სიახლეებზე ვისაუბრებდეთ, თუ შეიძლება, მოკლედ მიმოვიხილოთ საქართველოში eTwinning-ის პროგრამის მიმდინარეობა. რა რაოდენობის ერთობლივი პროექტების განხორციელება მოხერხდა ხუთი წლის განმავლობაში?

-eTwinning ევროპული პროგრამაა, რომელიც ევროპაში 11 წელია ხორციელდება. საქართველო ამ პროგრამის წევრი 2013 წელს გახდა. ჩვენთან ერთად პროგრამაში ჩაერთო სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ტუნისი. წელს პროგრამის 5 წლის იუბილე გვაქვს. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში საქართველოს 188 სკოლიდან 350 მასწავლებელი არის ჩართული. ერთობლივად 1000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. 

-რა აქტივობებში ერთვებიან ქართველი პედაგოგები? რა ტიპის პროექტებს ახორციელებენ მასწავლებლები?

-პროგრამის მთავარი სამუშო სივრცე ელექტორნული პორტალია, სადაც პროგრამაში ჩართულ თითოეულ მასწავლებელს თავისი პროფილი აქვს. ამ პორტალს ევროპის სქულნეტი მართავს. გარდა იმისა, რომ მასწავლებელს თავისი პროფილი აქვს, პორტალი მასძალიან მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ესენია: ონლაინტრენინგები, ვებინარები, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები და შეხვედრები. თითოეული აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ვიდეო, ფოტო, თუ მასწავლებლის შექმნილი ესეები, ბროშურები, - ეს ყველაფერი პორტალზე თავსდება. აღნიშნული ნამუშევრების ნახვა კოლეგებსაც შეუძლიათ. ასევე, პორტალი შესაძლებლობას იძლევა ევროპელ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთანონლაინ ჩართვებიგაკეთდეს, გაცვალონ საკუთარი აზრები და ერთობლივად იმუშავონ რაიმე საკითხზე, ან აქტივობაზე პროექტის ინტერესიდან გამომდინარე. 

-ვინ ატარებს ტრენინგებს?

-პროგრამას ჰყავს თავისი პედაგოგიური ჯგუფი, კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზებას უწევენდა სხვადასხვა თემატიკაზე მართავენ ონლაინ სასწავლო კურსებს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, თავად მასწავლებლებსაც აქვთ უფლება დაგეგმონ ონლაინ ვებინარი, ან ტრენინგი, ასეთი ონლაინ ვებინარი ყოველდღიურ რეჟიმში ასობით იგეგმება და იმართებაeTwinning-ის პორტალზე, რომლის მისამართიც გახლავთ www.etwinning.net.

-რაც შეეხება სიახლეებს, რა ტიპის ცვლილებები შედის პროგრამაში?

-ჩვენ მასწავლებლების რაოდენობის გაზრდის საშუალება მოგვეცა. მარტის თვეში გამოცხადდა რეგისტრაცია და მივიღეთ 500-მდე განაცხადი. ამ ეტაპზე გადარჩევის პროცესში ვართ. მასწავლებლები, რომლებიც წაყენებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ პროგრამაში ჩაერთვებიან. სავარაუდოდ, პროგრამაში მასწავლებლების რაოდენობის რიცხვი 500-მდე გაიზრდება. აქამდე ეს რაოდენობა ლიმიტირებული იყო და ზრდის უფლება არ გვქონდა. რადგან ქართველი მასწავლებლები საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ პროგრამასთან, მასწავლებლების რაოდენობის გაზრდის უფლება მოგვცეს. ასევე სიახლეა - თუ ქართველ მასწავლებლებს აქამდე პროექტის განხორციელება მხოლოდ ევროპელ მასწავლებლებთან ერთად შეეძლოთ, დღეს მათ პროექტის ქართულ ენაზე 

-0:10

დაგეგმვის საშუალება აქვთ. თუ ვინმეს ენობრივი პრობლემა ჰქონდა, არ ფლობდა ინგლისურ ენას, რათა კომუნიკაცია დაემყარებინა, რაც აუცილებელი იყო, სხვანაირად ვერ იმუშავებდა და ამის გამო პროგრამაში არ ერთვებოდა, დღეს ეს ბარიერი მოხსნილია და მას პროგრამაში ჩართვა შეუძლია. პედაგოგს შეუძლია ისარგებლოს პორტალით და საქართველოს რომელიმე რეგიონის მასწავლებელთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს მისთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი. ამას ჩვენ ეროვნულ პროექტებს ვეძახით, რადგან ქართულ ენაზე იქნება, თუმცა რა თქმა უნდა, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია ევროპული პროექტები და სხვა ქვეყნების მასწავლებლებთან ერთობლივი მუშაობა. ვფიქრობთ, თავდაპირველეტაპზე, სანამ მასწავლებელი პორტალზე მუშაობას მიეჩვევა და მისთვის ეს ყოველივე ნაცნობი გახდება, ამასობაში ენობრივ კომპეტენციასაც გაიღრმავებენ, ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მათ შეუძლიათ ქართული პროექტები აწარმოონ. ასევე, კიდევ ერთი სიახლე - რადგან პორტალი იძლევა ონლაინ რეჟიმში შეხვედრების, ტრენინგებისა და ვებინარების მოწყობის საშუალებას, ჩვენ დავიწყეთ ონლაინ ტრენინგების ჩატარება. ჩვენ როგორც საქართველოში ითვინინგის წარმომადგენლობა, მასწავლებლებს სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგებს ისედაც ვთავაზობთ, რათა მათ გავუადვილოთ პროგრამაში მუშაობა და შესაბამისი ინფორმაცია მივცეთ. მაგრამ უკვე გვყავს ისეთი მასწავლებლები, რომელთაც საბაზისო ტრენინგებიგავლილი აქვთ, ამიტომ დავგეგმეთ და დავიწყეთ ონლაინ ტრენინგები. ეს არის ტრენინგი ”etwinning-ის პროექტების დაგეგმვა Web 2 .0 ინსტრუმენტებით”. პორტალზე მუშაობისას მასწავლებლებს სჭირდებათ ფლობდენ გარკვეულ უნარებს, ცოდნას, თუ როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტები, რათა ინფორმაცია პორტალზე მრავალფეროვნად განათავსონ, ეს მიმზიდველად ჩანდნეს მათი პარტნიორისთვის, რომ მოუნდეთ მათთან მუშაობა. ამ მიმართულებით დავიწყეთ ტრენინგი ონლაინ რეჟიმში. ვფიქრობთ, ასეთი ტენდენცია გავაგრძელოთ და სხვა ტრენინგმოდულებიც ონლაინ რეჟიმზე გადავიყვანოთ, რადგან მასწავლებლების მხრიდანსაკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. ამითი დროსაც ზოგავენ, სახლიდან ერთვებიან, არ ჭირდებათ ტრანსპორტირება, უფრო მოსახერხებელი და მოქნილია. ასევე ვმუშაობთ, რომ მთავარი პორტალი ქართულ ენაზე ითარგმნოს. ამ მხრივ სამუშაოები დაწყებულია. 

eTwinning-ის ფარგლებში ონლაინ ტრენინგები უკვე დაიწყო. 8 დღიან ტრენინგს 200 მასწავლებელი გაივლის. საგანმანათლებლო აქტივობა დღეში საათნახევრს, ჯამში 12 საათს მოიცავს.

ნანა დაბრუნდაშვილი, ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ონლაინ ტრენინგის მონაწილე:

-ბევრი ტრენინგი გაგვივლია, მაგრამ ონლაინ ტრენინგი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეულებრივი ტრენინგისგან ძალიან განსხვავდება. ონლიან ტრენინგის მიმდინარეობისას დროის ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ არის დაცული, დრო არ იკარგება, ძალიან დიდი კომფორტია, რომ ტრენერს შენი სახლიდან უკავშირდები. გასვლითი ტრენინგების დროს სწავლა შეზღუდულ დროში მიმდინარეობს, აქ კი რესურსები დროში უკეთ არის განაწილებული. ტრენინგები საღამოობით გვაქვს. საკმაოდ მოსახერხებელი დროა, დასვენებულებიც ვართ, სახლის საქმეებიც მოთავებული გვაქვს და განწყობილი ვართ, რომ მშვიდად დავჯდეთ ჩვენს სახლში და ტრენერთან ერთად ვიმუშავოთ. გარდა ამისა, უშუალოდ ტრენერთან გვაქვს მომენტალური კომუნიკაცია. რა კითხვაც გაგვიჩნდება, ჩათში ვწერთ.

-ერთია დროისა და ადგილის ფაქტორით გამოწვეული კომფორტი, რაზეც თქვენ ყურადღებას ამახვილებთ. რაც შეეხება საგანმანათლებლო რესურსს, რა ინფორმაციას ღებულობთ, რა ცოდნას გაძლევთ ონლაინ ტრენინგები?

-ახლა გავდივართ Web 2 .0 ინსტრუმენტებს, რომელიც შეგიძლია საჭიროებისამებრ მოირგო და სასწავლო რესურსები შექმნა. ვსწავლობთ და სკოლაში ვიყენებთ ამ რესურსებს. ხშირად გაკვეთილი ერთფეროვანი, მოსაწყენია. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კი, მოსწავლეების სხვანაირი მოტივირება ხდება, მოსწონთ. ახლა ვსწავლობთ ინფოგრაფიკებს. მისი მეშვეობით არავერბალურად, თვალით ხდება ინფორმაციის გადაცემა. ჩვენთვისაც ადვილია და მოსწავლეებისთვისაც საკმაოდ გამარტივებულია. ნახატით ხდება ინფორმაციის გადაცემა და როდესაც ხედავენ მიზნობრივ პოსტერს, ხშირად არავერბალური კომუნიკაცია ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სიტყვებითა და გრძელი წინადადებებით გადაცემული ინფორმაცია. ჩემთვის ძალიან მოსაწონი ტრენინგებია.