სიახლეები

მასწავლებელთა მივლინება გერმანიაში

მასწავლებელთა მივლინება გერმანიაში

პროგრამაeTwinning Plus - ში ჩართულმა მასწავლებლებმაგერმანიაშიქ.ესლინგერში გამართულ კონტაქტურ სემინარზე - „European Cities between past and future” მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანი იყო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ახალი იდეებისა და გეგმების გაცნობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებს გერმანელმა ამბასადორებმა შეთავაზეს ვორქშოფები სხვადასხვა საინტერესოდა საჭიროთემატიკაზე, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარებათ პორტალზეაქტიურადმუშაობასადასაინტერესოპროექტებისგანხორციელებაში. საპროექტო იდეები და გეგმა განათავსებაeTwinning-ის პორტალზე, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდგომ აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა გაგრძელდება საკლაშო გარემოში.

სემინარს ექვსი ქვეყნიდან (პოლონეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, საქართველო) 50 მდე მასწავლებელი და პროგრამის ეროვნული მხარდამჭერი სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://www.kmk-pad.org/veranstaltungen/details/european-cities-between-past-and-modernism-1452.html 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში გამოაცხადა კონურსი eTwinning plus-ში ჩართული პედაგოგებისთვის საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად,რომლის ფარგლებში 9 მასწავლებელი შეირჩა.

აღნიშნული მასწავლებლები 2017-2018 წლებში პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.