სიახლეები

პროგრამის ფარგლებში ექსპერტის მოწვევა

პროგრამის ფარგლებში ექსპერტის მოწვევა

პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში წელს პირევლად ჩატარდა კონტაქტური 3-დღიანი სემინარი, რომელსაც ქართველი მასწავლებლების გარდა ევროპის 10 ქვეყნის მასწავლებელი, (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისიპოლონეთი, ლატვია, ლიტვა, თურქეთი, უნგრეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი) კოორდინატორი და წარმომადგენელი ესწერებოდა. სემინარის მიზანი იყო ერთობლივ საპროექტო იდეებზე მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და პროგრამის პორტალზე პროექტების ინიცირება. სემინარის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული იყო ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელი კრის ვილიამსი, რომელმაც მოხსენება გააკეთა საერთო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სარგებელზე. 
ბატონი კრის ვილიამსი სემინარის გარდა ეწვია თბილისის მე-16-ე საჯარო სკოლას, სადაც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს გუნდურ მუშაობას და თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით სკოლაში მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე სკოლის დირექტორს და სასწავლო ნაწილს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სკოლის მართვასთან და მოსწავლეთა ქცევის კონტროლთან დაკავშირებით. 
თავის მხრივ, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ხათუნა ქუმელაშვილმა და სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს იმ პროექტების აქტივობის ინიცირება, რომელშიც არიან ჩართული პროგრამის eTwinning-ის ფარგლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწვეულმა სტუმარმა საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარა სკოლის წარმომადგენლებს. 
პროგრამის ფარგლებში მომავალშიც იგეგმება მსგავსი ღონისძიება და ევროპელი კოლეგების მოწვევა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.