სიახლეები

პროგრამის eTwinningPlus-ის მონაწილე მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ

პროგრამის eTwinningPlus-ის მონაწილე მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ

 

eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში  მასწავლებლებმა  სალომე ზარქუამ და მარინა გოგუაძემ მონაწილეობა მიიღეს სემინარში სახელწოდებით „Celebrating Cultural Diversity Trough Digital Literacy in eTwinning”, რომელიც ჩატარდა 19-21 აპრილს, მალტაზე. სემინარში მონაწილეობდა  6 ქვეყანა: პორტუგალია, თურქეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და საქართველო.

სემინარის ფარგლებში მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის ვორქშოფებში.  მაგალითად, ერთ-ერთი ვორქშოფი ჩატარდა  “Epale “-ის შესახებ(the electronic platform for adult learning in Europe), რომელიც არის ონლაინ პლატფორმა ევროპაში, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ ჩართვა და გამოცდილების  გაზიარება ფორუმების მეშვეობით . მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ვორქშოფში  ეკო -სკოლა(eco-schools), სადაც განხილულ იყო ერთ-ერთი მიმართულება LEAF (learning about forests),  ვორქშოფის ფარგლებში მოხდა განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია.სემინარის მონაწილეებმა  ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის წარმატებული პროექტები და ისაუბრეს წარმატების მისაღწევად  საჭირო გზებზე. მონაწილეებმა შეისწავლეს   სხვადასსხვა ონლაინ  ინსტრუმენტი, რაც დაეხმარებათ პროგრამის ფარგლებში აქტივობების განხორციელებაში.

სემინარის ფარგლებში ქართველმა მასწავლებლებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად დაგეგმეს ახალი პროექტები და განათავსეს eTwinning-ის პორტალზე. აღნიშნულ პროექტებს განახორციელებენ   ახალი სასწავლო წლიდან