სიახლეები

პროგრამას „eTwinning Plus” 250 მასწავლებელი შეუერთდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „eTwinning plus” მონაწილეთა რაოდენობა კიდევ 250 მასწავლებლით გაიზარდა. ახლადდარეგისტრირებულ მასწავლებლებთან ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, პროგრამის კოორდინატორმა მასწავლებლებს პროგრამის ონლაინ პორტალზე მუშაობის სპეციფიკა, წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე სიახლეები გააცნო. ასევე, ისაუბრა პროგრამის სარგებელზე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის და მის კავშირზე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის ტრენერ-ამბასადორები, რომლებმაც პედაგოგებს გაუზიარეს პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება, გააცნეს წარმატებული პროექტები და ისაუბრეს იმ გზებზე და ინსტრუმენტებზე, რომლების დაეხმარათ პროექტების ეფექტიანად განხორციელებაში. ასევე, გააცნეს ხარისხის ნიშნის მოსაპოვებელი კრიტერიუმები და პრაქტიკული მაგალითები.

„პროგრამის მონაწილეთა ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობა - 600 მასწავლებელი წელს პირველად დაფიქსირდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მისგან მიღებული სარგებელი მასწავლებლებისთვის თვალსაჩინოა და შესაბამისად, დაინტერესებაც მეტია“ - განაცხადა პროგრამის კოორდინატორმა, ხატია მატკავამ.

აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამამ პირველად დაიწყო ონლაინ-ტრენინგების განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს პორტალის დახმარებით, სახლიდანვე შეუძლია ტრენინგის გავლა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" (eTwinning Plus) 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.