სიახლეები

პროგრამის “eTwinning Plus” ფარგლებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროგრამის “eTwinning Plus” ფარგლებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან"  ფარგლებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, წლის აქტივობების შეჯამება და მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ღონისძიებაზე პროგრამაში ჩართულმა ქართველმა მასწავლებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები საკუთარ პროექტებზე, რომელთაც მიიღეს ევროპის ხარისხის ნიშანი.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ პროგრამის აქტიური მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები, რომელთაც  მონაწილეობა მიიღეს ვიდეო რგოლების კონკურსში „ etwinning-ი ჩემს სკოლაში“.

პროგრამა “eTwinning Plus” ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს ახორციელებენ და გამოცდილებას უზიარებენ. პროგრამაში ჩართულია 400 000 მასწავლებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება. პროგრამა თავის საქმიანობას ახორციელებს ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, რომელიც პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო სივრცეს ქმნის და მათ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს სთავაზობს საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის.