ნათია ნაცვლიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების კონსულტანტი; დემოკრატიული მოქალაქეობის ექსპერტი.
თემა: „ახალი პრაქტიკული რესურსები, სასიცოცხლო უნარების განვითარების ხელშესაწყობად“
პრეზენტაცია ეხება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებისა და ციფრული მოქალაქეობის განათლების განვითარების საკითხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. მასში გაანალიზებულია ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, მისი კონცეპტუალური საფუძვლები, სტრუქტურა და პრაქტიკული მნიშვნელობა, აგრეთვე მასწავლებელთა როლი აღნიშნული კომპეტენციების ფორმირების პროცესში. პრეზენტაციაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ციფრული მოქალაქეობის განათლების (DCE) გეგმაზე, მის დომეინებსა და სასწავლო შედეგებზე, როგორც სასიცოცხლო უნარების განვითარების მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსზე ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში.
ნატალია ინგოროყვა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მედიაწიგნიერების მკვლევარი, განათლების ციფრული სახლის პროგრამის მენეჯერი (TPDC) ევროპის საბჭოს განათლების პროფესიონალთა არაფორმალური ქსელი, საქართველოს წარმომადგენელი.
თემა: "მედიაწიგნიერების სწავლების ტრანსფორმაცია. საქართველოს მაგალითი."
პრეზენტაცია მოიცავდა საქართველოს მაგალითზე განხორციელებულ ინტეგრირებულ საგანმანათლებლო ინტერვენციას, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ინიციტივით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ეროვნული საგნობრივი სტანდარტის შემუშავებას და მის საფუძველზე მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს შექმნას, მასწავლებელთა გადამზადების ტრენიგმუდულის შემუშავებას დატრენინგების ჩატარებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებს ეროვნული ცენტრის მიერ 2300 მასწავლებლისთვის. მიღებული შედეგების შეფასებას - მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი უკვე ისწავლება საქართვლოს 293 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. კვლევის ანალიზის საფუძველს ასევე წარმოადგენდა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 42 მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტი- „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“. მათი შეფასება და მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები თუ როგორ უწყობს ხელს, მიზანმიმართული პროფესიული განვითარება და სასწავლო ინოვაცია სწავლების პრაქტიკის ტრანსფორმაციას. საქართველოს გამოცდილება საინტერესო და ღირებული იქნება იმ განათლების სისტემებისთვის, რომლებიც ცდილობენ დააკავშირონ ეროვნული პოლიტიკა, პედაგოგიური პრაქტიკა და გლობალური მედიაკომპეტენციების სტანდარტები.