eTwinning -ის 2024 წლის შემაჯამებელი კონფერენცია

eTwinning -ის 2024 წლის შემაჯამებელი კონფერენცია

ნატალია ინგოროყვა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მედიაწიგნიერების მკვლევარი, განათლების ციფრული სახლის პროგრამის მენეჯერი (TPDC) ევროპის საბჭოს განათლების პროფესიონალთა არაფორმალური ქსელი, საქართველოს წარმომადგენელი.

თემა: "განათლების ტრანსფორმაცია ციფრულ სამყაროში"

რატომ არის განათლების ციფრული ტრანსფორმაცია აუცილებელი და გარდაუვალი?  როგორ განსაზღვრავს განათლების პოლიტიკა ქვეყნის განვითარებას?  რატომ არის საჭირო თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული პოლიტიკა?  ტექნოლოგიების გავლენა განათლებაზე (ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური სწავლება).    როგორ ცვლის  ტექნოლოგიური პროგრესი  სასწავლო და სამუშაო გარემოს.  როგორ ცვლის ტექნოლოგია განათლებას?

რა ტენდენციები იკვეთება - რატომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ სასწავლო პროცესის მთლიანად გადახედვა.  როგორ ანაცვლებს ტრადიციულ გაკვეთილებს   მულტიმედიური მასალები. როგორ იზრდება ონლაინ სწავლების შესაძლებლობები,  ჰიბრიდული სწავლების მოდელები.  მათ შორის პერსონალიზებული განათლება (ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით).

რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს განათლების სწორი პოლიტიკა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სწავლის თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

როგორ უნდა ემსახურებოდეს განათლების პოლიტიკა არა მხოლოდ ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვას, არამედ მისთვის  მდგრადი განვითარებისთვის გარემოს შექმნას.

რატომ უნდა  შეიქმნას ციფრული უნარების ეროვნული და მასწავლებლების გადამზადების სისტემური პროგრამები, ციფრული ტრანსფორმაციის სიკეთე და თანმდევი საფრთხეები.