ინფორმაცია ვორქშოფების შესახებ

დემოკრატიული კულტურის კომპეტერნციების კვლევა

ვორქშოფი შეეხება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეებისა და გამოწვევების კვლევას. განხილული იქნება დანერგვის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, საქართველოში. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნობიან წარმატებულ პრაქტიკას და მიიღებენ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ კვლევების წარმოება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ თავიანთ პრაქტიკაში

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება

ვორქშოფი შეეხება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა საგნის ფარგლებში. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რატომ არის თანაბრად მნიშვნელოვანი მათ განვითარებაზე ზრუნვა და რა ტიპის  პრაქტიკული ხელშემწყობი მეთოდები, თამაშები და აქტივობები არსებობს ამ მიმართულებით. ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები გააანალიზებენ თავიანთ პრაქტიკას, თუ რამდენად ახერხებენ მოსწავლეებთან აღნიშულ თემებზე მუშაობას და, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაგეგმავენ თავიანთი საჭიროების შესაბამის საგანმანათლებლო აქტივობებს.

„ციფრული მოქალაქეობა და კიბერბულინგი“

ვორქშოფის მიზანია ცნობიერების ამაღლება ციფრული მოქალაქეობისა და კიბერბულინგის შესახებ.  ვორქშოფის ფარგლებში დაგეგმილია  აღნიშნულ თემებზე საპროექტო გეგმებზე მუშაობა მოსწავლეებსა და მშობლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით. „საავტორო უფლებების დაცვა პროექტებზე მუშაობისას“

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საავტორო უფლებების დაცვის აუცილებელ მოთხოვნებს, რომელიც დაწესებულია საქსტანდარტის მიერ, გაეცნობიან ონლაინ რესურსებს რომელიც გაუადვილებთ ბიბლიოგრაფიის ნუსხის შექმნასა და წარმოებას პროექტში.

 ჩხირკედელა“ - ლაბორატორიული მუშაობის მნიშვნელობა სკოლის კულტურის განვითარებისათვის- ვორქშოფს უძღვებოდა პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი. მონაწილეები გაეცნენ საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ორ მიმართულებას STEM კლუბი „ჩხირკედელა“ და საბუნებისმეტყველო ტურნირი.

კლუბის მიზანია გავაძლიეროთ სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების ისეთი ფორმა როგორიც არის საკლუბო მუშაობა და დავუკავშიროთ ის მიმდინარე საგაკვეთილო პროცესსაც, გავზარდოთ მასწავლებელთა პროფესიონალიზმი STEM მიდგომებში სასწავლო პროცესში, გვინდა გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში

მონაწილეებმა ნახეს სტემ ინტერაქტიული მოდელები, სენსორული ავტომანქანა რობოტი, ჰიდროპონიკული სისტემა, ლაზერის დახმარებით ბგერის გადაცემა შორ მანძილზე, ამინდის დიაგნოსტიკის ხელსაწყო, რადიაციის საზომი სისტემა ჩართული მსოფლიო რადიაციული კონტროლის სისტემაში. მათ მიიღეს შეტავაზება საკუთარ სკოლებში განახორციელონ აღნიშნული პროექტები.

გაეცნენ მიკროკონტროლერ არდუინოს მოქმედების პრინციპებს. სწორედ ამ ციფრული ტექნოლოგიით გახდა შესაძლებელი ინტერაქტიული მოდელების შექმნა.