eTwinning-ის კონფერენცია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

eTwinning-ის კონფერენცია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

2023 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გაიმართა კონფერნეცია, რომელიც მიეძღვნა პროგრამა eTwinning-ის 10 წლის იუბილეს და 2023 წლის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის როლს განათლებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში ქართულად გამოიცა ევროსაბჭოს პუბლიკაცია „ხელოვნური ინტელექტი და განათლება - კრიტიკული ხედვა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პერსპექტივიდან“, რომელიც კონფერენციაზე თავად ავტორმა , განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ექსპერტმა, გაერთიანებული სამეფოდან, ბ-ნმა ვეინ ჰოლმსმა წარადგინა.  

კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფოპრმაციისა და ელექრონული სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი აჰმედ მურატ კილიჩი.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,  ბერიკა შუკაკიძემ და eTwinnig-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ხატია მატკავამ.

კონფერენცია პანელური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. რომელსაც მოდერატორობას უწევდა ნათია ნაცვლიშვილი, დემოკრატიული მოქალაქეობის ექსპერტი, ევროპის საბჭოს განათლების კომიტეტის ბიუროს წევრი. სტუმრებმა ისაუბრეს  ხელოვნურ ინტელექტით შექმნილ გამოწვევებზე განათლებაში, კერძოდ, რისკებსა და სარგებელზე, რომლებიც მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ მათ საქმიანობაში. საუბარი შეეხო, ასევე,  მოსწავლეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მნიშვნელობას თუ როგორ შეუძლიათ მათ  შეიტანონ წვლილი საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის სამყაროში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა წარმატებული სკოლებისა და მასწავლებლების დაჯილდოება  თანამშრომლობისათვის.

კონფერენციას ესწრებოდა 140 მონაწილე, მათ შირის, მასწავლებლები, განათლების ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი. კონფერენციაზე. ასევე, მოწვეულები იყვნენ მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტების გამოფენაში.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყოს სესიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ციფრული წიგნიერება და ტექნოლოგიების ეთიკა, კიბერუსაფრთხოება სასკოლო გარემოში, ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითობის ძალა, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს eTwinning-ის პროგრამას პროგრამაში ჩართულია ევროპის 44 ქვეყანა, საქართველოდან პროგრამაში მონაწილეობს  4500  მასწავლებელი 1 300 სკოლიდან და რეგისტრრებულია 8000-მდე პროექტი ქართველი მასწავლებლების თანამონაწილეობით. eTwinning-ის პროგრამის ახალი პლატფორმა პროგრამის მონაწილეთა მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც ქართულ ენაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ითარგმნა.