კონფერენცია :კულტურული მემკვიდრეობა"

კონფერენცია :კულტურული მემკვიდრეობა"

2018 წელს  ევროპა უძღვნის კულტურული მემკვიდრეობის თემატიკას და იწყებს ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით. 

შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობა მოექცა eTwinning-ის ყურადღების ცენტრშიც, როგორც ქვეყნის თვითშეგნების ჩამოყალიბების წინაპირობა და განვითარების საფუძველი.

პროგრამა eTwining-ის გუნდი შეუერთდა ინიციატივას და გიწვევთ კონფერენციაზე აღნიშნულ თემაზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია  მხოლოდ etwinning-ის პროგრამაში რეგისტრირებულ მასწავლებლებს.

კონფერენციის მიზანია ისტორიული და კულტურული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კულტურული მემკვიდრეობის თემაზე საუკეთესო საპროექტო იდეების განხილვა.

სასწავლო პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვისადმი მიძღვნილი თემატიკისა და აქტივობების განხილვა.

კულტურული მრავალფეროვნებისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სწავლება და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მისი მისადაგება.

ზემოხსენებული მიზეზთა გამო კულტურული მემკვიდრეობის თემა უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებლებს, რათა შეიქმნას უნიკალური სასწავლო  გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურათშორისი საგანმანათლებლო პრაქტიკის გამოყენებას და  ევროპული თანამშრომლობის გაძლიერებას.

კონფერენციაზე დასწრეა შეუძლია მხოლოდ 70 პროგრამაში ჩართულ მასწავლებელს.

გამომდინარე იქიდან, რომ ადგილები შეზღუდულია, უპირატესობა მიენიჭება  რეგისტრაციის რიგითობას ყველა რეგიონის გათვალისწინებით.

კონფერენცია ჩატარდება 1-2 ივნისს ქალაქ თბილისში, დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ/შერჩეულ პედაგოგებს ეცნობებათ 29 მაისს დეტალურად.

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, სამოტივაციო წერილში მიუთითოთ რომელი წლიდან ხართ პროგრამაში ჩართული და რა ტიპის პროექტები გაქვთ განხორციელებული.

http://tr.tpdc.ge/direction/28/31/39