მისია

eTwinning - ის შესახებ!

eTwinning - ის შესახებ!

eTwinning არის მასწავლებელთა უდიდესი ევროპული საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის ხელშეწყობას მასწავლებლებსა და სკოლებს შორის. ამავე დროს, ის არის აქტივობა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული და წარმოადგენს გაფართოებულ საგანმანათლებლო გარემოს, და როგორც მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოება, რომელიც ეფუძნება ინფორმაციის გაცვლასა და გაუმჯობესებას ციფრულ და საერთაშორისო გარემოში.

eTwinning-ი დაარსდა 2005 წელს ევროკავშირის ელექტრონული სწავლების პროგრამის ფარგლებში, ხოლო 2007 წლიდან მისი ინტეგრირება მოხდა Lifelong Learning სწავლის პროგრამაში. დღეისათვის  ‘eTwinning”-ი ხორციელდება  Erasmus + - ის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს  ევროკავშირის პროგრამას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდებისა და სპორტის სფეროში. პროგრამის მთავარი სამუშაო სივრცეა ელექრონული პორტალი, https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning რომელსაც მართავს  ევროპის სქულნეტი(CSS), რომელიც წარმოადგენს ევროპის 30 განათლების სამინისტროს კონსროლციუმს.

ზოგადად, eTwinning-ის მთავარი დაინტერესებული მხარეები არიან მისი რეგისტრირებული მომხმარებლები (eTwinners), ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციები (NSO), ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური (CSS), ევროკომისია (გენერალური დირექტორი განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურისთვის) და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო.

ევროპულ დონეზე, მოქმედი ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური (CSS) კოორდინაციას უწევს ეროვნული დამხმარე ორგანიზაციების ქსელს ევროკომისიასთან და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსთან (EACEA).  CSS ასევე უზრუნველყოფს პედაგოგიურ და ტექნიკურ დახმარებას და აწყობს სპეციალურ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის eTwinning-ის ფარგლებში.

პროგრამა eTwinning საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება, დღევანდელი მონაცემებით საქართველოდან პორტალზე რეგისტრირებულია 4000 მასწავლებელი  1400 სკოლიდან.  2013 წლიდან დღემდე პორტალზე დაიგეგმა 5000-ზე მეტი პროექტში ქართველი მასწავლებლების თანამონაწილეობით. მათგან  290 პროექტს მიენიჭა ევროპის ხარისხის ნიშანი, ხოლო  2 პროექტი გახდა ევროპის საპრიზო კონკურსის გამარჯვებული.